მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> მაკა ჩახნაშვილი მერვედფინალში გავიდა

 

იტალიის ქალაქ იმოლაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, პირველ ნომრად განთესილმა მაკა ჩახნაშვილმა მასპინძელი ლორენცა სტეფანელი ანგარიშით 7:5, 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

მომდევნო რაუნდში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე იტალიელ კლერიკოსა და ხორვატ აბრამოვიჩს შორის გამარჯვებული იქნება. წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში ჩახნაშვილისა და მაროკოელი ლალამის მესამე ნომრად მიჩნეული დუეტი კოლუმბიურ-გერმანულ ტანდემს (ლიზარაზო-ვერნერი) გაეჯიბრება. ტურნირის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია.

ჯეონიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები