მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> მანჩესტერი – ყველაზე მუსიკალური ქალაქი

კომპანია 'PRS for Music' - ის გამოკითხვის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მუსიკალურ ქალაქად მანჩესტერი დასახელდა. ამის შესახებ 'Music Week' იტყობინება.

 

 

გამოკითხვაში 3 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. ყოველ მათგანს ერთი და იგივე შეკითხვა დაუსვეს: კმაყოფილები არიან თუ არა მათ რეგიონში ადგილობრივი შემსრულებლების მუსიკალური კონცერტების რაოდენობით? მანჩესტერის გამოკითხული მცხოვრებლების 77-მა პროცენტმა კითხვას დადებითად უპასუხა.

 

პრაქტიკულად, იგივე შედეგი მიიღო ნიუკასლმა. ნოთინგემში და ლანკაშირში მაჩვენებლმა 73 და 76 პროცენტი შეადგინა. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის მცხოვრებთა მხოლოდ 68 პროცენტი აღმოჩნდა ლონდონელი მუსიკოსების კონცერტებით კმაყოფილი.

 

როგორც ცნობილია, მანჩესტერი მუსიკალური მიმართულების, 'მედჩესტერის' სამშობლოდ ითვლება. მისი წარმომადგენლები არიან: 'The Stone Roses,' 'Happy Mondays,' 'James,' 'The Charlatanes' და სხვა ცნობილი ჯგუფები.  ამას გარდა, მანჩესტერსა და მის შემოგარენში შეიქმნა კოლექტივები: 'Joy Division/New Order,' 'The Smiths,' 'The Fall' და 'Oasis.'

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები