მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლებს ინგლისური სუბტიტრებით წარმოადგენენ

კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში თვეში ერთხელ სპექტაკლები ინგლისური სუბტიტრებით იქნება წარმოდგენილი.

თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, თეატრში სპექტაკლების სუბტიტრებით ჩვენება პირველად მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა.

როგორც თეატრში აცხადებენ, სპექტაკლს ბევრი უცხოელი დაესწრო, რის შემდეგ გადაწყდა, რომ თვეში ერთხელ სპექტაკლები ინგლისური სუბტიტრებით იქნას წარმოდგენილი.

10 მარტს, თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლი 'ფაუსტი' ინგლისური სუბტიტრებით იქნება წარმოდგენილი.
სპექტაკლი თეატრალური სარდაფისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ერთობლივი პროექტია, რომლის რეჟისორია ლევან წულაძე.

სპექტაკლში ქეთი ცხაკაია, კახა აბუაშვილი და ბესო ბარათაშვილი მონაწილეობენ.მასში მოთხრობილია მოხუცი ფაუსტის წარმატებების და წარუმატებლობების, სიყვარულისა და ღალატის ისტორია.

'ინტერპრესნიუსი'

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები