მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> მეისი გრეი ბათუმში ორი დღე 'Black Sea Jazz' ფესტივალზე დარჩება

 

ივენთ ჰოლში 'Black Sea Jazz Festival'-ის ორგანიზატორებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. როგორც 'ჯეონიუსს' 'ისთერნ პრომოუშენსის' დირექტორმა მიშა გიორგაძემ განუცხადა ეს იქნება ყველასგან გამორჩეული ფესტივალი.

წლევანდელ ფესტივალს პოპის მეგა ვარსკვლავი მეისი გრეი, ვირტუოზი გიტარისტი სთენლი ჯორდანი, თავის ტრიოსთან ერთად, ლეგენდარული ჯგუფი 'YellowJackets', რომელიც წელს თავის მსოფლიო ტურით აღნიშნავს დაარსების საიუბილეო 30 წლისთავს ბათუმს პირველად ეწვევიან.

'მეისი გრეის საიტზე შეგიძიათ შეხვიდეთ და ნახოთ, როგორ მოუწოდებს ხალხს ჩამოვიდეს ბათუმში და დაესწროს ამ ფესტივალს. ის ორი დღის განმავლობაში დარჩება ბათუმში, შემდეგ კი განაგრძობს ევროპულ ტურნეს. რაც შეეხება სხვა მონაწილე ჯაზ შემსრულებლებს, ფესტივალში ქართველი მუსიკოსები პირველად მიიღებენ მონაწილეობას, რაც მათი კარიერის ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია', - თქვა, მიშა გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ რიგით მეხუთე 'Black Sea Jazz Festival' წელს 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომელიც 4 სცენას, 21 ბენდს, 150-მდე მუსიკოსს სხვადასხვა ქვეყნიდან 37 შოუ და 11 ქვეყანას მოიცავს. კონცერტები ევროპის მოედანზე, პიაცაზე და ძველ ბულვარში ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ფასიანი კონცერტების გარდა, ჩატარდება უფასო კონცერტებიც, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსები გამართავენ.

ფესტივალის ფარგლებში დიჯეი ლოჯიქი, (DJ Logic) სპეციალურად 'ბლექ სი ჯაზ' ფესტივალისთვის 3 დღის განმავლობაში მოაწყობს ჯემსეიშენებს და კონცერტებს ბათუმის ქუჩებში გამართავს.

ცნობისთვის, ფესტივალის სტუმარი მეისი გრეი ორი გრემის და ორი 'MTV'-ის მუსიკალური ჯილდოს მფლობელი გახლავთ.

'Black Sea Jazz Festival' 19 ივლისს დაიწყება და 24 ივლისამდე გასტანს.

ჯეონიუსი

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები