მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> მომავლის ბორჯღალოსნები ოქსფორდში ჩაირიცხნენ

'მომავლის ბორჯღალოსნებმა' საწვრთნელ შეკრება, საქართველოს A ნაკრების მწვრთნელების ლევან მაისაშვილისა და ნიკოლოზ ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით, ინგლისში, ჰართპულის კოლეჯის ბაზაზე გაიარეს. ჩვენმა მორაგბეებმა აქ ორი საწვრთნელი მატჩი გამართეს. ჯერ ინგლისის არმიის გუნდს მოუგეს - 30:17, ხოლო შემდეგ, საქართველოში გამომგზავრების წინ, ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს 38:13. 

'იფლი როუდზე' Cvenმა მორაგბეებმა ოქსფორდელებს ექვსი ლელო გაუტანეს. აქედან სამი, ფრანგულ 'ორტეზში' მოთამაშე შერკინების ბურჯის, კარლენ ასეიშვილის ანგარიშზეა. გასაკვირი არაა, რომ 'ყოჩების' ყოფილი მორკინალი, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. შეგახსნებთ, რომ ასეიშვილმა არმიასთან მატჩშიც გამოიჩინა თავი და ორი ლელო გაიტანა. 

პირველი ნახევარი 19:6 მოვიგეთ. ასეიშვილის ორ ლელოს, ერთიც, 'ლელოს' მგეზავმა ლაშა ხმალაძემ მიუმატა, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესს ჰართპულის კოლეჯის სარაგბო გუნდში გადის. ორი ლელო ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა (ლელო) გარდასახა. ოქსფორდელებმა ამაზე მხოლოდ ორი საჯარიმოთი გვიპასუხეს. 
მეორე ტაიმის დასაწყისში ისევ ასეიშვილმა გაილაღა. მერე კი ყოფილი ლელოელების, მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილისა (კლერმონი) და შერკინების ბურჯის გიორგი მენაბდიშვილის (გრენობლი) ჯერიც დადგა. ორი გარდასხვა შეცვალეზე შესულმა გოდერძი ჯოგლიძემ (ლელო) გაიტანა - 38:6. 

მასპინძლებმა ერთადერთი ლელო მატჩის მიწურულს მიითვალეს - 13:38. 

'ჩვენთვის დიდი პატივია იმ ქვეყნის გუნდთან თამაში, რომელიც მსოფლიო თასის მონაწილეა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქართველები ჯგუფურ ტურნირში ინგლისის ნაკრების მეტოქეები არიან. 
თამაშმა გვიჩვენა, რომ საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძალზედ ძლიერი გუნდია და დარწმუნებული ვარ, მსოფლიო თასზე თავის სიტყვას იტყვის.' - თქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის გენერალურმა დირექტორმა ტიმ სტივენსმა.

http://sportall.ambebi.ge

ე.შ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები