მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> მსახიობ კახი კავსაძის წიგნის პრეზენტაცია დღეს მოეწყობა

 

რუსთაველის თეატრის მცირე  დარბაზში  დღეს ცნობილი ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. 'სახალხო არტისტი' - ასე ეწოდება იმ გამოცემას, რომელიც კახის ერთ ვრცელ ინტერვიუს წარმოადგენს, სადაც ის საკუთარი ცხოვრების და შემოქმედების შესახებ საუბრობს.

საღამოზე წიგნის შესახებ თეატრმცოდნეები ნათელა არველაძე და ვასილ კიკნაძე ისაუბრებენ. ასევე წარმოდგენილი იქნება რამდენიმე მუსიკალური ნომერი ბატონი კახის შესრულებით. მასთან ერთად მაყურებლის წინაშე გივი ბერიკაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, გია ბაღაშვილი და ანსამბლი 'ქუჩის მუსიკოსები' წარსდგებიან.

პროექტის ავტორები დიმიტრი ღვთისიაშვილი და ხათუნა კიკვაძე არიან. წიგნი გამოიცა ქართული პოლიგრაფიული ცენტრის მიერ და მის გამოცემაში უდიდესი წვლილი ქალაქის მერიას მიუძღვის.

 შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს გამოჩენილ ქართველ მსახიობს კახი კავსაძეს 76 წელი შეუსრულდა.

 

ჯეონიუსი

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები