მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> მუსიკალური ფესტივალი Open Air 11 ივნისს გაიხსნება

თბილისში 'Alter/vision group'-ის ორგანიზებით მუსიკალური ფესტივალი 'Open Air' გაიმართება. მუსიკალური ფესტივალი 'Open Air' 11–12 ივნისს, იპოდრომის ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც მონაწილეობას ქართველი და უცხოელი ბენდები მიიღებენ.
ცნობილი ევროპული ფესტივალების გამოცდილებაზე დაყრდნობით, იპოდრომზე საგანგებოდ საფესტივალო ქალაქი და დიდი სცენა აშენდება, სადაც ორი დღის განმავლობაში 16 მუსიკალური ბენდი გამოვა: `Exit, Ketrine & Me`, `Me and My Monkey`, `Mutual Friends`, `Pornopoesia`, `Smile`, `Str!ng`, `The forest`, `U` , `Z for Zuzu`, სალომე კორკოტაშვილი, `Herr Styler`, `Moodorama`, `Nice Sharp Pencils`, `the Fades`, `Wallace Vanborn`.
წელს 'Open Air' ფესტივალს, ახალი სპონსორი „ნატახტარი“ შემოუერთდა. სლოგანი „განიქარვე“ განსაკუთრებით უხდება იმ განწყობას რაც 11– 12 ივნისს იქნება იპოდრომის ტერიტორიაზე. ფესტივალის მარკეტინგის მენეჯერის თამარ ალავიძის თქმით, საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი ფესტივალი განსაკუთრებით სასიამოვნო დროის გატარებას ჰპირდება მის სტუმრებს. მისივე თქმით, ორივე დღეს საფესტივალო კონცერტებს ცნობილი DJ-ები დაასრულებენ.
შეგახსენებთ, რომ 'Open Air' ფესტივალი პირველად 2009 წელს ჩატარდა და მან დიდი გამოხმაურება და საერთაშორსო რეზონანსი მოიპოვა. ფესტივალის ფარგლებში წარმოჩენილი ქართული ბენდების ნაწილმა კი ხელშეკრულება წარმატებულ ევროპულ ლეიბლებთან გააფორმა.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალი კვლავ ინარჩუნებს გლობალური ღონისძიების სახელს და საერთაშორისო მუსიკალურ საზოგადოებაში დაინტერესება მაღალია.
ფესტივალის ორგანიზატორები და ქართველი მონაწილეები, დღეს, 12.30 საათზე იპოდრომის ტერიტორიაზე საგანგებო ღონისძიებას გამართავენ.

onlinenews.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები