მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> მშვილდოსან ქრისტინა ესებუას ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება მიულოცეს

მშვილდოსან ქრისტინა ესებუას ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება მიულოცეს. 
სპორტსმენს, მის მწვრთნელებსა და მშვილდოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელ პირებს დღეს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში, კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი შეხვდა. 
მილოცვის მიღებასთან ერთად ქრისტინა ესებუამ ოლიმპიურ კომიტეტში განთავსებულ დაფაზე, სადაც 'ლონდონი 2012'-ის ლიცენზიის მომპოვებელი სპორტსმენები ფიქსირდებიან საკუთარი ხელმოწერა დატოვა. 
ესებუა მეორე სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა. ქართველ სპორტსმენთაგან 'ლონდონი 2012'-ის პირველი ლიცენზია ტყვიისმსროლელმა ნინო სალუქვაძემ მოიპოვა. 
ქრისტინა ესებუამ იტალიაში, ქალაქ ტურინში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ურთულეს ბადეში მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენებს შორის მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები