მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ნაკრებს საისრაელოდ გოგუა დააკლდა

საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ (1:0) ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის F ჯგუფის მე-6 ტურის მატჩის გასამართად ისრაელში გაემგზავრა, სადაც 29 მარტს თელ-ავივის სტადიონ 'ბლუმფილდზე' თბილისი დროით 20.00 საათზე ისრაელის ნაკრებს დაეტაკება.

 

ქართული დელეგაცია 27 მარტს ჩარტერული რეისით 21.00 საათზე გაფრინდა თელ-ავივში, სადაც სასტუმრო 'ქროუნ პლაზაში' დაბინავდა.

 

მთავარი სიახლე ის არის, რომ ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზების გამო ნაკრებს გამოაკლდა ნიჟნი ნოვგოროდის 'ვოლგას' ნახევარმცველი გოგიტა გოგუა, ასევე 'ზესტაფონის' მცველი გიორგი ხიდეშელი.

 

თემურ ქეცბაია გუნდს გენერალურ წვრთნას დღეს საღამოს 'ბლუმფილდზე' ჩაუტარებს. შეხვედრას ფრანგი მსაჯების ბრიგადა მოემსახურება - მთავარი არბიტრი ფრედი ფოტრელი იქნება.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

 

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე. მცველები: კახა კალაძე, ლაშა სალუქვაძე, აკაკი ხუბუტია, ალექსანდრე ამისულაშვილი, გურამ კაშია, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი. ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი, ჯაბა კანკავა, მურთაზ დაუშვილი, ალექსანდრე კოშკაძე, კახა ალადაშვილი. თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, ირაკლი მოდებაძე, ნიკოლოზ გელაშვილი, დავით სირაძე.

http://presa.ge 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები