მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ნიკა რურუა: ლიხნის ტაძრის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება ეთნიკური წმენდის გაგრძელებაა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკა რურუას შეფასებით,  საოკუპაციო რეჟიმის მიერ გუდაუთაში მდებარე ლიხნის ტაძრის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება, ბარბაროსობა და ეთნიკური წმენდის გაგრძელებაა.

როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე რურუამ განაცხადა, აღნიშნულ ფაქტს ქართული მხარის რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.

„აღნიშნული ფაქტი არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობს და ემსახურება იმას, რომ დასახიჩრდეს პირვანდელი სახე ქართული ძეგლებისა და წაიშალოს კულტურული კვალი. ეს არის ეთნიკური წმენდის გაგრძელება',- განაცხადა რურუამ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სარესტავრაციო სამუშაოები დაჩქარებული ტემპებით შესაძლოა, გუდაუთაში, ლიხნის X საუკუნის ტაძარში განხორციელდეს.

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები