მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ნინო ქათამაძე ევრო-2012-ის მხარდამჭერ კონცერტზე იმღერებს

დღეს, კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე, ევრო-2012-ის მხარდამჭერ კონცერტზე ცნობილი ქართველი ჯაზ-შემსრულებელი ნინო ქათამაძე იმღერებს. მასთან ერთად კონცერტში მონაწილეობას ჯგუფი „მგზავრებიც' მიიღებს, რომლებმაც უკრაინელ მსმენელთა ყურადღება უკვე დაიმსახურეს.

ბილეთის ფასი ფანებისთვის განკუთვნილ ადგილზე 150 გრივენია, VIP-ზონაში კი - 1 600.

კონცერტი ადგილობრივი დროით საღამოს 19:00 სთ-ზე დაიწყება. მას ჯგუფი „მგზავრები' გახსნის, რომელიც 12 მუსიკოსს აერთიანებს.

26 ივნისს, იმავე მოედანზე DJ Taboo ჯგუფ Black Eyed Peace-ის მუსიკებს გააჟღერებს. გულშემატკივრებისთვის Gorchitza და Tesla Boy-ც იმღერებენ. ბილეთის ფასი ამ კონცერტზეც იგივე იქნება.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები