მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ნინო ჩოდრიშვილი: მადლობა, რომ ნიკოს სიკვდილს არ ატანთ... ის აქ არის... მე ამას ვგრძნობ...

 

'პოეტზე ყველაზე მეტად მისი ლექსები ლაპარაკობენ'-ო, უთქვამს ნიკო გომელაურს და ამ შთაგონებით უამრავი ლექსი დაუწერია. სიცოცხლის ბოლო წუთამდე თამაშობდა სცენაზე და წერდა ლექსებს. 'ოცნებები მცნებებივით ირღვევიან' ამგვარი სათაურის წიგნის პრეზენტაცია მოეწყო გრიბოედოვის თეატრში, სადაც პოეტის აქამდე უცნობი ლექსები შევიდა.

ღონისძიება მომღერალმა, ვერიკო ტურაშვილმა გახსნა, რომელმაც ნიკოს ლექსზე დაწერილი სიმღერა შეასრულა. პოეტი, უამრავი ადამიანის შთაგონების წყარო გამხდარა. თუმცა, ბიჭი ივანიშვილისთვის და ირაკლი გაფრინდაშვილისთვის ნიკო შეუცვლელი აღმოჩნდა. ახალგაზრდებმა, საღამოზე გომელაურის რამდენიმე ლექსი წაიკითხეს და ასევე, საკუთარი შემოქმედებაც გაგვაცნეს. მათ შორის იყო ისეთებიც, რომელიც თავად ნიკო გომელაურს ეძღვნებოდა.

'ერთი ლექსი მაშინ დავწერე, როცა ნიკო დაიღუპა. ის ჩემი შემოქმედების შთაგონების წყარო იყო, არის და იქნება. ძალიან გამიხარდა, ამ საღამოზე, მისი ლექსების წაკითხვა, რომ მომიწია. ამით კიდევ ერთელ მისდამი სითბო, სიყვარული და პატივისცემა გამოვხატე', - თქვა, ბიჭი ივანიშილმა.

ნიკოს ლექსები ეძღვნება ყველაფერს: ნინას, კოლეგებს, წვიმას, ჯოჯოხეთს, სამშობლოს, საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს... სიცოცხლეს!!! გამოირჩევა უცნაური სათაურებით 'არა თავმდაბლური ლექსი', 'ბოროტი ლექსი' და ა.შ. ყველაფერი ეს კი მის შემოქმედებას ლამაზსა და საინტერესოს ხდის.

 

გრიბოედოვის თეატრის დიდ დარბაზი, პოეტ ნიკო გომელაურის თაყვანისმცემლებს ვერ იტევდა. იქ შეკრებილები იყვნენ, მისი კოლეგები, ოჯახის წევრები, მეგობრები, ის ვისაც ნიკო უყვარდა და აფასებდა.

'დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აქ მოსულ ხალხს. იმიტომ რომ, ნიკოს არ ივიწყებთ და მეც, ძალა მეძლევა გავაკეთო რამე ახალი. ნიკო, ამ ქვეყნიდან რომ მიდიოდა, იმ დილას მითხრა - 'მემგონი ვკვდები', არ მეგონა ასე სწრაფად თუ მოხდებოდა ყველაფერი... მაგრამ, ვუპასუხე, - თუ შენ მართლა მიდიხარ, იცოდე რომ facebook-ზე 7800 მეგობარი გყავსთქო, ამით ნიკოს გუნება გამოვუკეთე. არასდროს, ვსაუბრობ ნიკოს სახელით. თუმცა, ამჯერად მადლობა მინდა გადაგიხადოთ მისი სახელით. იმისთვის, რომ ნიკოს არ ატანთ სიკვდილს. ის აქ არის, მე ამას ვგრძნობ', - თქვა, ნიკოს მეუღლემ, ნინო ჩოდრიშვილმა.

საღამო, იმ ადამიანს მიყავდა, რომელიც გომელაურს 'თავისუფალი თეატრის' სცენაზე პარტნიორობას უწევდა, კულისებს გარეთ კი მეგობრობას. კახა მიქიაშვილს, ნიკოს ლექსის წაკითხვაც კი ეძნელება.

'მიჭირს მისი ლექსები წავიკითო, ერთხელ გავბედე და ფიასკო განვიცადე. იმიტომ, რომ იმ ენერგიას რასაც ნიკო გადმოსცემდა, ვერასდროს შევძლებ', - თქვა, კახამ.

ღონისძიება, სიმღერით დასრულდა, რომელიც ნიკოს გოგოებმა და ლაშა ღლონტმა შეასრულეს. ლაშამ, საღამოს, დასასრულს ახალგაზრდა პოეტების შემხედვარემ, ექსპრომტად ლექსიც კი დაწერა.

შეგახსენებთ, რომ წიგნში ნიკოს ლექსებს ნინა ჩოდრიშვილმა მოუყარა თავი. მისი თქმით, ამ წიგნზე მუშაობა ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ, ეშინოდა, ნიკოს დანატოვარი ნამუშევრებიდან ისეთი რამ არ გამოექვეყნებინა, რაც პოეტს არ მოეწონებოდა.

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები