მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო დღეს გაიმართება

 

ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო დღეს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება.

საღამოზე გამოიფინება სპორტსმენის სურათები, ჯილდოები და მემორიალური ნივთები, სადაც სიტყვით გამოვლენ ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და სპორტსმენები.

ღონისძიება მარიამ ქუმარიტაშვილისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილი 2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

 

ჯეონიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები