მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> პავლე და ვალტერ ხორგუაშვილებს პირობითი პატიმრობა და 11000 ევროიანი ჯარიმა ემუქრებათ

ქართველ ფეხბურთელებს პავლე და ვალტერ ხორგუაშვილებს პირობითი პატიმრობა და 11 000 ევროიანი ჯარიმა ემუქრებათ. ამგვარ სასჯელს, მატჩების გარიგების საქმეში მონაწილეობის გამო, ფინეთის პროკურატურა მოითხოვს. 
პროკურატურა რამდენიმე თვის წინ დაკავებული ცხრა ფეხბურთელიდან ექვსის მიმართ 23-დან 19 თვემდე პატიმრობას და ფულად ჯარიმას მოითხოვს. ხორგუაშვილების შემთხვევაში კი ფინეთის პროკურატურა მხოლოდ ერთწლიან პირობით პატიმრობას და 11 000 ევროს ოდენობის დაკისრებას ითხოვს.
ფინეთის პოლიციამ 'როვანიემის' ცხრა ფეხბურთელი, მათ შორის ხორგუაშვილები, რამდენიმე თვის წინა დააკავა. ქართველი ფეხბურთელები სამართალდამცავებმა დაჰკითხეს და გაათავსიუფლეს, თუმცა, ძიება გრძელდება და სასამართლო პროცესიც გაიმართება. სწორედ სასამართლოზე გაირკვევა, აქვთ თუ არა კავშირი ქართველ ფეხბურთელებს მატჩების გარიგებასთან. კერძოდ, საქმე ეხება 'როვანიემისა' და 'ტამპერეს' შეხვედრას, რომელიც 1:1 დასრულდა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები