მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> პირველ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს მზია ჯუღელს იუბილე მიულოცეს

პირველ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს, მზია ჯუღელს 85 წლის იუბილე მიულოცეს . 
ვეტერან ტანმოვარჯიშეს დღეს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა უმასპინძლა. შეხვედრას რამდენიმე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონიც ესწრებოდა. მათ მზია ჯუღელს იუბილე მიულოცეს და მისი სპორტული მიღწევების შესახებ ისაუბრეს. იუბილარს ოლიმპიური კომიტეტისგან საჩუქრად ფულადი პრემია და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა. 
დღესვე იუბილე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს კიდევ ერთ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს, მშვილდოსან ქეთევან ლოსაბერიძეს, რომელსაც 62 წელი შეუსრულდა. მას მზია ჯუღელის მსგავსად იუბილე 1-ელ აგვისტოს ქონდა. 
მზია ჯუღელმა, რომელიც პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია, უმაღლესი სპორტული ჯილდო 1952 წელს ჰელსინკში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა. 
რაც შეეხება ქეთევან ლოსაბერიძეს, ის ჩემპიონი 1980 წელს, მოსკოვში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე გახდა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები