მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> “პსჟ” პეპეში 25 მილიონს იხდის

 

ევროპული ფეხბურთის ახალი ჯიბეგასქელებული 'სატრანსფერო მტაცებელი' 'პარი სენ ჟერმენი' დაინტერესებულია მადრიდის 'რეალის' მცველის პეპეს შეძენით და ყველანაირად შეეცდება, რომ ეს ტრანსფერი ზაფხულში განახორციელოს.

პარიზელთა მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის მოთხოვნით უკვე დაწყებულია მუშაობა ამ მიმართულებით და წინასწარი ინფორმაციით, ფრანგები მზად არიან 25 მილიონი ევრო გადაიხადონ პორტუგალიის ნაკრების მცველში.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის პეპეს კონტრაქტი 'სამეფო კლუბთან' მხოლოდ 2016 წელს იწურება. მიმდინარე სეზონზე მან 19 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში და 1 გოლის გატანა შეძლო.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები