მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> რჩეულ 32-ში ლაბაძე არ შეიყვანეს

4 ივლისს, „ბორჯღალოსანთა' რაზმი ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის იწყებს მზადებას და თბილისში ორკვირიანი ვარჯიშებისთვის შეიკრიბება.

 

მორაგბეები სატუმრო Courtyard Marriott-ში დაბანაკდებიან და „შევარდენის' სანაკრებო ბაზაზე, ავსტრალიელი დამრიგებლის, გერეთ ადამსონის ხელმძღვანელობით, ფიზიკური კონდიციის სრულყოფას შეუდგებიან.

მთავარი მწვრთნელის, რიჩი დიქსონის მიერ ევროპისა და ირბ-ს 'ერთა თასების'  ასევე,  ინგლისური ტურნეს სასელექციო ნაკრებიდან შერჩეული 46 მორაგბიდან შეკრებას 32 დაიწყებს.

დიდი მოულოდნელობაა ის, რომ რჩეულ რაზმში ვერ მოხვდა 'ბორჯღალოსანთა' ერთ-ერთი საუკეთესო ფლანკერი, 37 წლის გია ლაბაძე ფრანგული 'ლე სეინიდან', ასევე ქუთაისური 'აიას' კაპიტანი ბესიკ ხამაშურიძე.

შოტლანდიელი სპეციალისტი თბილისში 11 ივლისს დაბრუნდება. ამ დროისთვის უკვე ცნობილი გახდება იმ 30 მორაგბის ვინაობა, რომლებიც 4 სექტემბერს, ახალ ზელანდიაში გაემგზავრებიან.

ფიზიკურ კონდიცირებაზე მიმართული თბილისის შეკრებას 18 ივლისიდან საფრანგეთი შეცვლის, სადაც „ბორჯღალოსნები' სათამაშო რეჟიმში გადაერთვებიან და ძირითადად, ბურთთან „იმუშავებენ'. საამისოდ, აგვისტოში, წინასწარი მონაცემებით „მონპელიესა' და „ბურგუენთან' სპარინგებია დაგეგმილი.

საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიაში 5 სექტემბერს ჩავა და 11 სექტემბრამდე კვინსთაუნში გაივლის მოსამზადებელ პერიოდს. 11-15 სექტემბერი ინვერკარგილში დაჰყოფს სადაც 14 სექტემბერს შოტლანდიას შევხვდებით. ამის შემდგომს, 19 სექტემბრამდე დანედინში დაბანაკდება და მეორე მატჩს, 18-ში ინგლისთან გამართავს. 19 - 26 სექტემბერი „ბორჯღალოსნები' მასტერტაუნში ივარჯიშებენ, რის შემდეგაც პალმერსტონ ნორსში გადავლენ. ამ ქალაქში, 28 სექტებმერს რუმინეთს, ხოლო 2 ოქტომბერს - არგენტინის ნაკრებს ვხვდებით.

'ბორჯღალოსანთა' რჩეული 32

ნომრები: დავით ხინჩაგიშვილი ('ბრივი' საფრანგეთი), ვასილ კაკოვინი ('ბრივი' საფრანგეთი), გოდერძი შველიძე ('მონპელიე' საფრანგეთი).

2: აქვსენტი გიორგაძე ('კასტრი' საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე ('არმია').

3: დავით ზირაქაშვილი ('კლერმონ ოვერნი' საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი ('ტულონი' საფრანგეთი).

4-5: ლევან დათუნაშვილი ('ორიაკი' საფრანგეთი), ილია ზედგინიძე ('კარკერენი' საფრანგეთი), ვახტანგ მაისურაძე ('ლე სეინი' საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე ('მონტობანი' საფრანგეთი).

6-7: გიორგი ჩხაიძე ('მონპელიე' საფრანგეთი),  გივი ბერიშვილი ('ლოკომოტივი'), შალვა სუთიაშვილი ('მასი' საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია ('ობენა' საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი ('კლერმონ ოვერნი' საფრანგეთი).

8: მამუკა გორგოძე ('მონპელიე' საფრანგეთი), ზვიად მაისურაძე ('ლოკომოტივი').

9: ირაკლი აბუსერიძე ('ოსერი' საფრანგეთი), ბიძინა სამხარაძე ('არმია'), გიორგი ბეგაძე ('ყოჩები')

10: მერაბ კვირიკაშვილი ('ფიჟაკი' საფრანგეთი), ლაშა მალაღურაძე ('ბეზიე' საფრანგეთი), ლაშა ხმალაძე ('ლელო').

12-13: დავით კაჭარავა ('ნიცა' საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე ('პერიგო' საფრანგეთი), რეზო გიგაური ('ფიჟაკი' საფრანგეთი), ალექსანდრე თოდუა ('ლელო').

11-14: ირაკლი მაჩხანელი ('სენტ ეტიენი' საფრანგეთი), ლექსო გუგავა ('ლელო'), ირაკლი ჩხიკვაძე ('აია')

15: მალხაზ ურჯუკაშვილი ('გურდონი' საფრანგეთი).

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები