მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> საიმონ კინგი: “საქართველოსთან მძიმე მატჩი გველის”

 

დღეს საღამოს მძიმე ბრძოლას ელის საქართველოს 'ა' ნაკრებთან, რომლისათვისაც ეს მეორე შეხვედრა იქნება ბრიტანულ ტურნეში.

'საქართველო შთამბეჭდავად გამოიყურებოდა თავისი ბოლო გამარჯვების დროს რუსეთთან (46:0) და ჩვენ არავითარი ილუზია არა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა რთული მეტოქე გველის დღეს.

ეს არის ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდი, რომელმაც დიდი ბრძოლა გაუმართა ინგლისსა და არგენტინას მსოფლიო თასზე.

მთლიანობაში დღევანდელი თამაშისგან ბევრ პოზიტიურს ველი და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება' - განაცხადა მატჩის წინ უელსის კლუბების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საიმონ კინგმა.

    მატჩი თბილისის დროით 22.00 საათზე დაიწყება და უელსის დედაქალაქ კარდიფიდან 35 კილომეტრის დაშორებით მდებარე პატარა ქალაქ ბრიდგენდის სტადიონ 'ბრევერი ფილდზე' გაიმართება, რომელიც 8 ათას ადამიანს იტევს.

ორიოდე სიტყვით უელსურ ლიგაზე: 'ფრინსიფალითი ფრემიერშიფში' (უელსის პრემიერ დივიზიონი) სულ 14 კლუბი თამაშობს და გასული სეზონის ჩემპიონი 'პონთიფრიდი' გახდა.

უელსის 4 უძლიერესი კლუბი კი სხვა ლიგაში - 'რაბოდაირექთ პრო12'-ში (მონაწილეობენ: უელსის, შოტლანდიის, ირლანდიის და იტალიის კლუბები, ყოფილი 'მაგნერსის' ლიგა) თამაშობს და სწორედ ისინი აკომპლექტებენ უელსის მთავარ ნაკრებს, რომელმაც ახლახანს 'ექვსი ერი' ტრიუმფალურად მოიგო. ესენი არიან: 'ოსფრისი', 'ლიანელი სქარლეთსი', 'კარდიფ ბლუზი' და 'ნიუფორთ გვენ დრეგონსი'.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 'ა' ნაკრებმა ტურნეს პირველ შეხვედრაში 21 მარტს ინგლისური მე-2 დივიზიონის კლუბი 'ეშერი' დაამარცხა 25:8.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები