მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> სამხატვრო აკადემიაში იაპონიის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართება

სამხატვრო აკადემიაში იაპონიის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართება. პიანისტი და ვოკალისტი მანონ ყუბანეიშვილი სოლოკონცერტზე 12 ნაწარმოებს შეასრულებს . ღონისძიება დღეს, 17:00 საათზე გაიმართება. ამ კონცერტით ყუბანეიშვილი მუსიკალურ-სარეკორდო მარათონს აგრძელებს. 
როგორც ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებაშია ნათქვამი, ეს არის კულტურულ-ჰუმანისტური აქცია, რომლის მიზანია 2011-12 წლებში დედამიწის გარშემო, მრავალ ქვეყანაში, სტიქიით, ომებითა თუ ეპიდემიით დაზარალებულ და გადაადგილებულ მოსახლეობის წინაშე სოლო კონცერტებით გამოსვლა, მსოფლიო კლასიკის - 500 კომპოზიტორის 2011 შედევრის, მათ შორის ქართველ კომპოზიტორთა 700 ნაწარმოების შესრულება, გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანთა გამხნევება, გაძლიერება. 
მარათონის შემადგენელი ნაწილია ახალი ტურისტული ატლასი, 40 პლაკატი- ენციკლოპედია - 'ოქროს საწმისის ქვეყანა' , რომელიც მასპინძელ მხარეს გააცნობს საქართველოს ისტორიასა და კულტურას.
პროექტის პრეზენტაცია შედგა 2011 წლის 23 თებერვალს საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის დიდ საკონცერტო დარბაზში, პირველი კონცერტი კი 11 მარტს, ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის საკონცერტო დარბაზში გაიმართა და მისი დაბადების 140 წლისთავს მიეძღვნა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები