მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> საქართველომ ბრიტანული ტურნე ტრიუმფით დაასრულა!

საქართველოს 'ა' ნაკრებმა ბრიტანული ტურნეს მესამე შეხვედრაც მოიგო 25:17 და სამშობლოში სამი გამარჯვებით, ბეჭდაუდებელი ბრუნდება. ამჯერად ქართველთა მეტოქე ჩრდილოეთ უელსის კლუბი 'RGC 1404' იყო, რომელიც ფაქტობრივად ამ რეგიონი ნაკრებია, რომლის განვითარებაც უელსის რაგბის კავშირის ახალი იდეა და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

'აირიას პარკზე' სასტარტო 15 წუთის განმავლობაში უპირატესობა მეტოქეს ჰქონდა და თამაში ძირითადად ლევან მაისაშვილის გუნდის ნახევარზე მიმდინარეობდა, თუმცა ამის შემდეგ ჩვენებმა თანდათან შესძლეს ბურთის გაკონტროლებაც და ტერიტორიის მოგებაც, რასაც ტაიმის ბოლომდე 3 ლელო მოჰყვა. ივაჟკაცეს: კაჭარავამ, ჩილაჩავამ და გეგენავამ.

მეორე ტაიმში უელსელებმა გააძლიერეს ზეწოლა საქართველოს ნაკრებზე და ანგარიშის შემცირებაც შეძლეს, მაგრამ საბოლოო ჯამში აგრესიულმა და მედგარმა ქართულმა დაცვამ მოახერხა სასურველი ანგარიშის შენარჩუნება.

RGC 1404 - საქართველო 'ა' 17:25

საქართველო: 3 ლელო (კაჭარავა, ჩილაჩავა, გეგენავა)

მატჩის შემდეგ უელსელთა მთავარი მწვრთნელი კრის ჰორსმენი კმაყოფილი დარჩა თავისი გუნდის თამაშით: 'სამწუხაროა, რომ ძალიან ცოტა დაგვაკლდა საქართველოს ნაკრების დასამარცხებლად.

ჩვენ მათ მაგრად მივაწექით და დავადასტურეთ, რომ დიდი პროგრესი განვიცადეთ ბოლო პერიოდში. ამის შემდეგ ვეღარავინ იტყვის, რომ ჩრდილოეთ უელსს არ შეუძლია რაგბის თამაში.

პირველ ტაიმში ვერ განვახორციელეთ ის გეგმა, რომელიც დავსახეთ, თუმცა მეორე ნახევარში შევძელით თამაშზე კონტროლის დამყარება და უპირატესობის მოპოვება.

გუნდის საშუალო ასაკი 21 წელია, რაც მის პერსპექტიულობაზე და დიდ მომავალზე მეტყველებს. 6 თვის წინ მხოლოდ 6 მოთამაშე მყავდა და ვინმეს რომ ეთქვა, საქართველოს ნაკრებს ასეთ ბრძოლას გავუმართავდით, მას გიჟს ვუწოდებდი, თუმცა დღეს ეს რეალობაა.'

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები