მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> საქართველომ და აზერბაიჯანმა ევრო-2020-ის მასპინძლობისთვის უეფა-ს რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ

რა შანსი შეიძლება ჰქონდეს ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთობლივი მასპინძლობისთვის უეფა-ში საქართველოსა და აზერბაიჯანის განაცხადს, - ამ თემაზე სტატიას sportall.ge აქვეყნებს .
სტატიაში ჩამოთვლილია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ის მინიმალური მოთხოვნები, რომლებსაც ტურნირის მასპინძლობის მოსურნე ქვეყანა  უნდა აკმაყოფილებდეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკშვილმა გუშინ, აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით უეფა-ში ერთობლივად მასპინძლობის განაცხადს წარადგენენ.
უეფა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ვინაობას 2014 წელს გამოავლენს.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, დაახლოებით ორ კვირაში გაირკვევა, როდის უნდა წარადგინონ საქართველომ და აზერბაიჯანმა უეფა-ში განაცხადი. 
იხილეთ ბმული: Georgia-Azerbaijan EURO 2020 - პლუსები და მინუსები

ინტერპრესნიუსი

ე.შ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები