მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> საქართველოსა და აზერბაიჯანში ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის გამართვასთან დაკავშირებული დეტალები 21 მარტს გაირკვევა

საქართველოსა და აზერბაიჯანში ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის გამართვასთან დაკავშირებული დეტალები 21 მარტს სტამბულში, უეფა-ს კონგრესზე გაირკვევა. 
ამის შესახებ მთავრობის გუშინდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლადო ვარძელაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, უეფა-ს კონგრესზე გადაწყდება დრო და თარიღი, თუ როდის უნდა წარადგინონ ქვეყნებმა თავიანთი კანდიდატურები. 
ვარძელაშვილის განცხადებით, მხარეები ამ პერიოდის განმავლობაში მოემზადებიან და საქართველო და აზერბაიჯანი წარადგენენ თავიანთ განაცხადს და შემდეგ უკვე მათ გარკვეული პერიოდი მიეცემათ სამუშაოდ უეფაში სხვადასხვა კომიტეტებთან იმისთვის, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა შეძლონ 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობა.
'იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ორივე ქვეყანა ძალიან ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, დაწყებული სტადიონის ინფრასტრუქტურით, დამთავრებული აეროპორტებით, სასტუმროებით და ა.შ. თვითონ უეფა აქვეყნებს კრიტერიუმების ფორმას', - აღნიშნა ლადო ვარძელაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ 14 მნიშვნელოვან პუნქტზე, რაც ხელშეკრულებაში აისახა. მინისტრის განმარტებით, ორი ქვეყანა ამ პუნქტების შესრულებაზე ვალდებულებას იღებს.
'ერთ-ერთი დამატებითი საკითხი პრეზიდენტის ინიციატივა იყო. პრეზიდენტმა აზერბაიჯანის მხარეს შესთავაზა, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა ევროპის 2020 წლის ფეხბურთის ჩემპიონატს უმასპინძლონ და ამისთვის ერთობლივი განაცხადი გააკეთონ', - განაცხადა ვარძელაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო 2020 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატს ერთობლივად უმასპინძლებენ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები