მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ხორვატიის გუნდს დაუპირისპირდება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ხორვატიის გუნდს დაუპირისპირდება .
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა ხორვატიის ქალაქ სპლიტში გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22.00 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებები რიგით მეორე შეხვედრას მართავენ. პირველ შეხვედრაში ქართველებმა მეტოქეები თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
თბილისში წაგებული მატჩის შემდეგ ხორვატები რევანშისთვის ემზადებიან და საქართველოს ნაკრებს საკმაოდ რთული შეხვედრა ელოდება. ამის შესახებ ხორვატიაში გამგზავრებამდე საუბრობდნენ გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია და ნაკრების ფეხბურთელებიც. მათი განცხადებით, ხორვატები საკმაოდ ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევენ და მათ ეს კარგად იციან, თუმცა ყველანაირად შეეცდებიან, სასურველ შედეგს მიაღწიონ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები