მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> საქართველოში რუსულ-ქართული საერთაშორისო პოეტური ფესტივალი გაიმართება

საქართველოში 6-15 ივნისს V საერთაშორისო რუსულ-ქართული ყოველწლიური პოეტური ფესტივალი 'სიზმრები საქართველოზე' გაიმართება .
როგორც 'ინტერპრესნიუსს' ფესტივალის ფი-არ მენეჯერმა ნინო წითლანაძემ აცნობა, წელს პოეტურ ფესტივალში მონაწილეობას 30 ქვეყნის 70-ზე მეტი პოეტი, მთარგმნელი, საერთაშორისო პოეტური ფესტივალების ორგანიზატორი, რედაქტორი, გამომცემელი და ჟურნალისტი მიიღებს. 
საფესტივალო ღონისძიებები დღეს ბათუმში დაიწყება, შემდეგ კი ფოთში, წყალტუბოსა და რუსთავში გადაინაცვლებს. ფესტივალი თბილისში 15 ივნისს დასრულდება. ფესტივალის პროგრამაში შედის პრეზენტაციები, დისკუსიები, მასტერ-კლასები, შემოქმედებითი შეხვედრები, ლიტერატურული საღამოები, ექსკურსიები, მრგვალი მაგიდები. 
ფესტივალის მისამართით მისალმება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა გააგზავნეს. 
ფესტივალის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი 'რუსული კლუბი' და რუსულენოვან მწერალთა საერთაშორისო ფედერაცია. 
პოეტური ფესტივალის მიზანია, თანამედროვე ლიტერატურული ურთიერთობების მხარდაჭერა, თარგმანის მაღალი სტანდარტების აღდგენა, ერთობლივი ლიტერატურული პროექტებისა და თანამშრომლობის ახალი ფორმების შემუშავება. 
ფესტივალის ჩატარება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ საქათველოს პოზიტიურ იმიჯს, როგორც ძველი კულტურისა და ლიტერატურული ტრადიციების ქვეყნის, არამედ ქართველი ლიტერატორების უცხოელ კოლეგებთან უფრო მჭიდრო შემოქმედებითი კონტაქტების დამყარებას.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები