მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> საქართველო 'ლონდონი 2012'-ს ესებუას იმედით იწყებს

საქართველოს ოლიმპიური გუნდი ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე სტარტს 27 ივლისს აიღებს, როდესაც გახსნის ოფიციალური ცერემონიალის წინ ბრძოლაში მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა საკვალიფიკაციო რაუნდიდან თბილისის დროით 13.00 საათზე ჩაებმება.

ქართული დელეგაცია გუშინ ჩარტერული რეისით გაფრინდა ოლიმპიურ დედაქალაქში - წლევანდელ ოლიმპიადაზე სპორტის 12 სახეობაში 35 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. გუნდის მედროშე და კაპიტანი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე იქნება.

მთლიანობაში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე 204 ქვეყნის 10 500 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ერთმანეთს სპორტის 26 სახეობაში შეეჯიბრებიან. ოლიმპიადა ოფიციალურად 12 აგვისტოს დაიხურება.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები