მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> სკანდალი ოლიმპიადაზე: ჩრდილოეთ კორეამ მინდორი პროტესტის ნიშნად დატოვა

ლონდონის ოლიმპიადა სკანდალით დაიწყო. ჩრდილოეთ კორეის ქალთა ნაკრებმა საფეხბურთო მოედანი თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა. გუნდების წარდგენისას სტადიონის ტაბლოზე ჩრდილოეთ კორეის ნაკრების ფეხბურთელთა გვერდით სამხრეთ კორეის დროშა გამოიტანეს, რამაც ფეხბურთელთა პროტესტი გამოიწვია.

მატჩის ორგანიზატორებს 40 წუთი დასჭირდათ საიმისოდ, რომ ჩრდილო კორეელი სპორტსმენები მოედანზე დასაბრუნებლად დაეთანხმებინათ.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობა იმ ომის შემდეგ არის დაძაბული, რომელიც 1953 წელს დასრულდა.

შემდეგ შეხვედრას ორი ქვეყნის წარმომადგენლები მომავალ კვირაში გამართავენ. სპორტსმენები ერთმანეთს მაგიდის ჩოგბურთში გაეჯიბრებიან.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები