მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ფოტოგამოფენა 'სირია: მხილება' პრემიერა შედგა

დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, თბილისის საერთაშორისო ფოტოფესტივალის „Tbilisi Photo Festival 2012' ფარგლებში მსოფლიო პრემიერა ფოტოსესიისა „სირია: მხილება' შედგა.

გამოფენა ფოტოგრაფთა იმ პატარა ჯგუფის ფოტოებს აერთიანებს, რომლებმაც უკანასკნელი თვეების მანძილზე სირიაში მიმდინარე დრამატული პოლიტიკური მოვლენების განვითარების დოკუმენტირება შეძლეს. ზოგიერთ მათგანს ეს დიდი რისკის, ზოგსაც კი სიცოცხლის ფასად დაუჯდა; ახალგაზრდა ფრანგი ფოტოჟურნალისტი რემი ოშლიკი 22 თებერვალს, ქალაქ ჰომსში, ბაშარ ალ-ასადის შეიარაღებული ძალების მიერ უცხოელ ჟურნალისტთა პრეს-ცენტრის დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

გამოფენა რემი ოშლიკის გარდა, ალესიო რომენცის, პოლ კონროის, უილიამ დენიელსის, სტეფან დოკის, სეამუს მერფისა და უცნობი სირიელი ფოტოგრაფების ნამუშევრებს აერთიანებს და სირიაში მიმდინარე მოვლენების ამსახველი სულისშემძვრელი დოკუმენტაციაა.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები