მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ქართველი მორაგბეები ბუქარესტში ჩაფრინდნენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 10 მარტს ევროპის ერთა თასზე შეხვედრას ბუქარესტში, რუმინეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. ქართველი ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიელი მთავარი მწვრთნელის - მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით რუმინეთში 8 მარტს, გამთენიისას გაემგზავრა. ნაკრები ბუქარესტში ჩაფრინდა, სასტუმროში დაბინავდა და პირველი ვარჯიშიც გამართა. ქართველმა მორაგბეებმა ბუქარესტის ოლიმპიური ბაზის - 'სიდნეი 2000'-ის მოედანზე ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ივარჯიშეს. დაპირისპირება კი 10 მარტს, 'არკ დე ტრიუმფის' მოედანზე გაიმართება.

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები