მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ქართველი მოციგურავეების დუეტი მოსკოვში მიმდინარე ჩემპიონატზე 10 საუკეთესოთა შორის მოხვდა

ქართველი მოციგურავეების დუეტი მოსკოვში მიმდინარე ჩემპიონატზე 10 საუკეთესოთა შორის მოხვდა. 
ორი დღეა, რაც მოსკოვში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. რუსეთის დედაქალაქი ტურნირს ტოკიოს ნაცვლად მასპინძლობს. გუშინ შეჯიბრებაში ქართველები ჩაერთნენ და ყინულზე ცეკვებში წინასწარი რაუნდი გაიმართა. 
17 წყვილმა თავისუფალი პროგრამა შეასრულა და 10 საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონატის ძირითად ტურნირში გავიდა. მათ შორის ელისონ რიდისა და ოთარ ჯაფარიძის ქართული დუეტია.
16 წლის რიდი და 23 წლის ჯაფარიძე 70,90 ქულით მე-6 ადგილზე გავიდნენ. მათ წინ კანადური, გერმანული, ლიტვური, ჩინური და უკრაინული წყვილები გაუშვეს, დანარჩენებს კი აჯობეს. 
საკვალიფიკაციო რაუნდი 87,22 ქულით კანადელებმა, კეტლინ ვივერმა და ენდრიუ პოჟმა მოიგეს. მე-2 ადგილზე გერმანელები, ნელი ჟიგანშინა და ალექსანდერ გაზსი გავიდნენ. სხვათა შორის, მესამეადგილოსან ლიტვურ წყვილს ერთ დროს ჯაფარიძის მეწყვილე და საქართველოს სახელით მოასპარეზე იზაბელა ტობიასი და დეივიდას სტაგნიუნასი შეადგენენ (77, 63 ქულა). 
ყინულზე ცეკვებში ძირითადი ტურნირი 29 აპრილს დაიწყება, როცა ძირითადში დაშვებული 15 და საკვალიფიკაციოში გამარჯვებული 10 დუეტი მოკლე პროგრამას შეასრულებს. 25-დან 20 გუნდი კი თავისუფალ პროგრამას შეასრულებს და მედლებისთვის იბრძოლებს. 
შეგახსენებთ, რომ რიდისა და ჯაფარიძის დუეტი შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე 21-ე იყო, ხოლო ოლიმპიურ თამაშებზე - 22-ე. 
ვაჟთა წინასწარ რაუნდში ბულგარეთის სახელით მოასპარეზე გიორგი კენჭაძემ 73,72 ქულით უკანასკნელი, 24-ე ადგილი დაიკავა. 
29 აპრილს მსოფლიოს ჩემპიონატში ელენე გედევანიშვილიც ჩაერთვება 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები