მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ქართველი მოჭიდავე რევაზ ლაშხი ევროპის ჩემპიონია

დორტმუნდში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც ქართველი მოჭიდავეებისათვის ყველაზე წარმატებული ტურნირის ბოლო დღე გამოდგა. 
3 აპრილს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 60 კგ. წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონობა რევაზ ლაშხმა მოიპოვა. ლაშხმა ფინალში ბულგარელი ივო სერაფიმოვ-ანგელოვი 2 სეტში (1:0, 2:0) დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 
ფინალამდე ლაშხმა ნახევარფინალში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, აზერბაიჯანელი ჰასან ალიევი დაამარცხა, მეოთხედფინალში ასევე ტიტულოვან რუმინელს - ეუსებიუ დიაკონუს აჯობა, მერვედფინალში პოლონელი, პირველ წრეში კი ფრანგი მოწინააღმდეგე ჩამოიცილა გზიდან.
3 აპრილს ხალიჩაზე ოლიმპიური ჩემპიონი - მანუჩარ კვირკველია და 2010 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - სოსო ჯაბიძეც გავიდნენ, თუმცა უშედეგოდ იჭიდავეს.
აღსანიშნავია, რომ რევაზ ლაშხის მოპოვებული ოქროს მედალი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი ოქროა საქართველოს ნაკრებისათვის 2007 წლის წარმატების (მანუჩარ კვირკველია, რამაზ ნოზაძე) შემდეგ.
ჯამში, ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 2 ვერცხლის (თავისუფალი სტილი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, დავით მარსაგიშვილი) და 1 ბრინჯაოს (თავისუფალკი სტილი - დავით ხუციშვილი) მედლით დაასრულეს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები