მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ქართველი სპორტსმენები ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მიემგზავრებიან

ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიელები ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მიემგზავრებიან. 
ფესტივალზე, რომელიც 24-30 ივლისს თურქეთის ქალაქ ტრაბზონში გაიმართება, სპორტის 5 სახეობაში - ძიუდოში, ცურვაში, მძლეოსნობაში, ჩოგბურთსა და ველოსპორტში მოასპარეზე 22 ქართველი სპორტსმენი გამოვა. 
ახალგაზრდა ათლეტებს და მათ მწვრთნელებს დღეს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში, კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი შეხვდა და მათ ფესტივალზე წარმატებული გამოსვლა უსურვა გარდა ამისა, გაცილების ცერემონიალზე შედგა ახალი სპორტული ფორმების პრეზენტაცია, რომლითაც ახალგაზრდა ქართველები ოლიმპიურ ფესტივალზე წარსდგებიან. ამასთან, გია ნაცვლიშვილმა ნაკრების ლიდერს, ძიუდოისტ გიორგი ლაზუაშვილს გადასცა საქართველოს დროშა, რომელიც ფესტივალზე ნაკრების მთავარი სიმბოლო იქნება. 
აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ოლიმპიურ ფესტივალს, 2015 წელს თბილისის უმასპინძლებს. გია ნაცვლიშვილმა ამ საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ტრაბზონის ფესტივალი 'თბილისი 2015'-სთვის, ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იქნება. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ფესტივალი მომგებიანი იქნება სპორტული შედეგების მხრივაც და ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენები თბილისში მედლებით დაბრუნდებიან. 
რაც შეეხება სპორტსმენების მომზადების დონეს და მოლოდინებს, მწვრთნელებიც და თვითონ სპორტსმენებიც აცხადებენ, რომ სრულ მზადყოფნაში არიან და მაქსიმალურ შედეგებს ელოდებიან. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები