მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> შვეიცარული დოკუმენტური ფილმის 'ID SWISS' ჩვენება დღეს გაიმართება

 

'ევროპის სახლში' დღეს შვეიცარული დოკუმენტური ფილმის სახელწოდებით 'ID SWISS'  ჩვენება  გაიმართება.  'შვეიცარელი ვარ თუ იტალიელი? თუ ორივე?' - ეს ფრაზა დოკუმენტური ფილმის ერთგვარი კონცეფციაა, რომელიც შვიდმა ავტორმა საკუთარი ინტერპრეტაციით გადმოსცა.

ფილმი შვიდი სხვადასხვა ეპიზოდისგან შედგება, მოგვითხრობს შვეიცარელი ახალგაზრდების ცხოვრებაზე, რომლებიც თავიანთი იდენტობის ძიებაში არიან. რეჟისორები არიან: Kamal Musale, Wageh George, Christian Davi, Fulvio Bernasconi, Nadia Fares, Stina Werenfels da Thomas Thümena.

ჩვენება, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრისა და შვეიცარიის საელჩოს ინიციატივით მოეწყობა.

ფილმის ჩვენებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და შვეიცარიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ქ.ნ ანიტა შლუხტერი.

 

ჯეონიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები