მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ძალოსნები ლონდონის ოლიმპიადისთვის მზადებას იწყებენ

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადისთვის მზადებას, 1 მაისს, ბორჯომში დაიწყებს.

ამის შესახებ, 'ინტერნეტ.ჯი'-ს მმართველი გუნდის წევრმა, ათენის ოლიმპიადის გამარჯვებულმა, გიორგი ასანიძემ განუცხადა.

მისი თქმით,  ბრიტანეთში, ზაფხულის თამაშებზე, მედლების მოპოვებისთვის სამი ქართველი ძალოსანი იბრძოლებს, რომელთა შორის არიან: რაულ ცირეკიძე, გია მაჭავარიანი და ირაკლი თურმანიძე.

ასანიძის ინფორმაციით, ნაკრების წევრები, ამჟამად ხუთი დღით ისვენებენ და ისინი ხვალიდან, საწვრთნელ ვარჯიშებს დუშეთში შეუდგებიან.

„ქართველი ძალოსნები ლონდონის ოლიმპიადაზე მედლებისთვის იბრძოლებენ, რადგან მათ ფსიქოლოგიური გაკვეთილი ევროპის ჩემპიონატზე მიიღეს, რომელიც ანტალიაში, რამდენიმე დღის წინ გაიმართა, სადაც ოქროს მედლის პრიზიორი - რაულ ცირეკიძე გახდა, ხოლო, ბრინჯაოს მედლის მფლობელი - ირაკლი თურმანიძე', - დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით,  განსაკუთრებულ იმედებს ასანიძე გია მაჭავარიანზე ამყარებს და ამბობს, რომ მას მედლის მოპოვების ყველაზე რეალური შანსი აქვს. რაც შეეხებათ ცირეკიძესა და თურმანიძეს, ყოფილი სპორტსმენი ვარაუდობს, რომ ისინი ძალოსანთა ექვსეულში მოხვდებიან.

მართალია,  ცირეკიძის, მაჭავარიანისა და თურმანიძის ოლიმპიადაზე გამგზავრების თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მაგრამ ეროვნულ ნაკრებს, ალუდა მანაგაძის სახით, სათადარიგო კადრიც ჰყავს შერჩეული.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადა სტარტს აგვისტოში აიღებს.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები