მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ჭიდაობაში 2013 წლის ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს

ჭიდაობაში 2013 წლის ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას 
 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 
განცხადებაში ნათქვამია, რომ სერბეთში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ევროპირველობის მასპინძლის დროშა სერბებმა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას გადააბარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2013 წლის მარტში თბილისის სპორტის სასახლე ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. 
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ შეჯიბრების მასპინძლობა საქართველოსთვის ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. 'ჭიდაობა ახალგაზრდებში კიდევ უფრო პოპულარული სპორტის სახეობა გახდება, ქვეყანაში კი უამრავი ტურისტი ჩამოვა. ასე რომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატს მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ', - აცხადებს ლადო ვარძელაშვილი. 
6-11 მარტს სერბეთის დედაქალაქმა ბელგრადმა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ქართველი მოჭიდავეები ევროპირველობაზე წარმატებით გამოვიდნენ და საერთო ჯამში ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს. ევროპის ჩემპიონი 84კგ წონით კატეგორიაში დავით მარსაგიშვილი გახდა. 
მომავალი ჩემპიონატის მასპინძლის დროშის ქართული დელეგაციისთვის გადმოცემა სავარაუდოდ სწორედ ქართველი სპორტსმენების წარმატებულ ასპარეზობას უკავშირდება.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები