მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ხვალ ილია ვეკუას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

ხვალ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ილია ვეკუას დაბადების დღისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართება.
ილია ვეკუას დაბადების დღისადმი მიძღვნილი სხდომა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირისა და ილია ვეკუას სახელობის სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის ინიციატივით გაიმართება. 
სხდომას წარუძღვება ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ოთარ ჟორდანია. აკადემიკოს ილია ვეკუას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოხსენებით გამოვა ფიზიკა-ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი თემურ ჩილაჩავა. ილია ვეკუაზე მოგონებებით გამოვლენ აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძე, პროფესორები დავით გორდეზიანი, გიორგი ჯაიანი, ჰამლეტ მელაძე, თენგიზ მეუნარგია და ილია თავხელიძე. 
სახელოვანი ქართველი მეცნიერი ილია ვეკუა აფხაზეთში გალის რაიონის სოფელ შეშელეთში 1907 წლის 23 აპრილს დაიბადა. მომავალმა დიდმა მეცნიერმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1930 წელს დაამთავრა, რომლის შემდეგაც მან საინტერესო გზა განვლო როგორც მეცნიერებაში, ასევე საზოგადოებრივ ასპარეზზე.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები