მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ხინჩაგიშვილი “ტოპ 14”-ის მარცხენა ბურჯების საუკეთესო ხუთეულშია

საქართველოს ნაკრების 28 წლის მორკინალი დავით ხინჩაგიშვილი ფრანგული 'ტოპ 14'-ის გასული სეზონის საუკეთესო მარცხენა ბურჯების ხუთეულში მოხვდა. 'ბრივის' ერთ-ერთმა ლიდერმა ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ხმების 10 პროცენტი მიიღო და მე-4 შედეგი აჩვენა.

 

112 კილოგრამიანმა და 178 სანტიმეტრიანმა 'ბორჯღალოსანმა' თავისი რიგით მეოთხე სეზონი ჩაატარა 'ბრივის' შემადგენლობაში - 2010-2011 წლების ჩემპიონატში 21 მატჩში გამოვიდა მოედანზე და 1 ლელო დადო.  შეგახსენებთ, რომ ზუსტად ამავე პოზიციაზე ხინჩაგიშვილის თანაგუნდელი ბრივულ რაზმში საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ბურჯი ვასილ კაკოვინია.

სეზონის საუკეთესო მარცხენა ბურჯი კი დათო ზირაქაშვილის თანაგუნდელი 'კლერმონ ოვერნიდან' ტომას დომინგი გახდა, რომელმაც ხმათა აბსოლიტური უმრავლესობა 61 პროცენტი მიიღო.

მეორე ადგილზე 15 პროცენტით ჩემპიონ 'ტულუზის' 35 წლის სამხრეთ აფრიკელი პირველ ხაზელი დენ ჰიუმანი გავიდა, მე-3 ასევე სამხრეთ აფრიკელი 'ბიარიცის' ვეტერანი ედუარდ კოეტცე გახდა 11 პროცენტით, მე-5 პოზიცია კი 'რასინგ მეტროს' 35 წლის იტალიელმა ანდრეა ლო ჩიჩერომ დაიკავა 3 პროცენტით.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები