მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ჰილარი კლინტონი კომიქსის გმირი გახდა

 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კომიქსების წიგნის გმირი გახდა. ყოფილი პირველი ლედი მკითხველის წინაშე უცნაური როლით წარსდგა. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკულ მაღაზიებში უკვე გამოჩნდა წიგნი 'პოლიტიკური ძალა', რომლის მთავარი გმირიც ჰილარი კლინტონია.

წიგნის ავტორის განცხადებით, აღნიშნული წიგნი არ არის სტანდარტული კომიქსის ჟანრის და კლინტონს კოსტუმის მორგება და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა არ მოუწევს. წიგნში უბრალოდ აღწერილი იქნება როგორ ავიდა იგი პოლიტიკურ ოლიმპზე.

მისი თქმით, წიგნი საკმაოდ მაღალი დონისაა და იგი უფროსი ასაკის მკითხველისთვისაა განკუთვნილი.

'ჩვენი მიზანი იყო საზოგადოებისთვის დაგვენახებინა ყველა ის დაბრკოლება და ინტრიგები, რომლითაც ჰილარი კლინტონი სახელმწიფო მდივანი გახდა' - განაცხადა წიგნის ავტორმა დერენ დევისმა.

 

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები