მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ჰოლანდიამ 'ევრო-2020'-ის მასპინძლობაზე უეფაში განაცხადის შეტანა გადაიფიქრა

ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირმა ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე უეფაში განაცხადის შეტანა გადაიფიქრა .
უცხოური მედიის ცნობით, ამის შესახებ კავშირის თავჯდომარემ, ბერტ ვან ოსტვენმა განაცხადა. მისი თქმით, ჰოლანდიას ჩემპიონატის მასპინძლობის მთავარ კანდიდატთან, თურქეთთან ბრძოლაში შანსი არ ექნება და ამიტომ მთელ ყურადღებას 'ევრო 2024'-ის მასპინძლობის უფლების მოპოვებაზე გადაიტანენ.
ამავდროულად, ჰოლანდიურ პრესაში წერენ, რომ ვინაიდან თავის დროზე თურქეთმა 'ევრო 2016'-ის მასპინძლობისთვის ბრძოლა საფრანგეთთან მხოლოდ ერთი ხმით დათმო, ამჯერად ტურნირის მიღების უმთავრესი კანდიდატი იქნება. 
ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ თურქეთში გამართულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, უეფას თავკაცმა მიშელ პლატინიმ თურქეთს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა. 
რაც შეეხება საქართველოს და აზერბაიჯანის პოზიციას, როგორც 'ინტერპრესნიუსს' საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა აღნიშნა, ძლიერი კონკურენციის მიუხედავად, გეგმები არ იცვლება და უეფაში განაცხადი ყველა შემთხვევაში შევა. 
ასევე, ვარძელაშვილმა აღნიშნა, რომ თუ საქართველო და აზერბაიჯანი 'ევრო-2020'-ის მასპინძლობის უფლებას ვერ მოიპოვებენ, ქვეყნები 'ევრო-2024'-ის მასპინძლობისთვის იბრძოლებენ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები