მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადებას ევროპელი მონიტორები გაეცნობიან

2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის თბილისის მზადებას ევროპელი მონიტორები გაეცნობიან . 
დღეს თბილისს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევიან 'თბილისი 2015'-ის ახაგლაზრდული ფესტივალის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე სლოვაკი ჟოზეფ ლიბა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების აღმასკომის წევრი, ბელგიის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების კომისიის თავმჯდომარე გვიდო დებონდტი. 
სტუმრები სპორტულ ობიექტებს დაათვალიერებენ, ფესტივალის მზადების მიმდინარეობას დააკვირდებიან და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებს გარკვეულ მითითებებს მიცემენ. 
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები დაათვალიერებენ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონს, სპორტის სასახლეს, საწყალოსნო კომპლექს 'ოლიმპიკს~, დიღომში ძიუდოს აკადემიას, გლდანისა და 'ქარიშხალას~ სპორტკომპლექსებს, ვერის ბაღში მდებარე კეკელიძის სახელობის საკალათბურთო დარბაზს, საჩოგბურთო კორტებს და ა.შ. 
დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, 'თბილისი 2015~-ის საორგანიზაციო კომიტეტისა და თბილისის მერიის ხელმძღვანელებთან.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები