მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> 40 წელი სერგო ზაქარიაძის გარეშე...

 

სერგო ზაქარიაძე 1909 წლის პირველელ ივლისს დაიბადა. მსახიობის გარდაცვალებიდან კი დღეს 40 წელი გავიდა.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1926 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში, 1928 წლიდან იყო კ. მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული თეატრის (შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) მსახიობი, 1956 წელს გადავიდა რუსთაველის

მსახიობი თამაშობდა გმირულ, სახასიათო და კომიკურ როლებს. მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: რევოლუციონერი დომენრი ( დადიანის „ნაპერწკლიდან'), ჯიბილო (კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება'), გიგაური (მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი'), გიორგი ( თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი'). რომანტიკული ელფერით გამოირჩეოდა ზაქარიაძის მიერ შესრულებული როლები ბაგრატიონისა (სამსონიას 'ბაგრატიონი'), ბახასი ( ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი'), მეფე დავითისა ( გოთუას „დავით აღმაშენებელი'), ბესიკ გაბაშვილისა ( გოთუას „მეფე ერეკლე').

1934 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. შეასრულა როლები: თორღვაი („უკანასკნელი ჯვაროსნები'), შადიმან ბარათაშვილი („გიორგი სააკაძე'), ფოსტალიონი გიორგი („დღე უკანასკნელი, დღე პირველი'), ხოლო 1965 წელს გიორგი მახარაშვილის როლის შესრულებით („ჯარისკაცის მამა') ზაქარიაძემ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ქართულ კინოს.

ზაქარიაძე 1955-1960 წლებში სცენურ მეტყველებას ასწავლიდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში.

1971 წელს მიიღო რუსთაველის სახელობის პრემია. დაჯილდოებულია ორდენებით.

geonews 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები