მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> 5 ივნისს დასრულდა ,,საბერძნეთის ქართული დიასპორის თასის გათამაშება, მინი ფეხბურთში.'

2011 წლის 4 ივნისს, ათენში, პირველად  ქართული დიასპორის ისტორიაში  სტარტი აიღო ,,საბერძნეთში ქართული დიასპორის თასის გათამაშებამ მინი-ფეხბურთში', რომლის საფუძველის  ჩამყრელიც და ორგანიზატორიც სტუდენტური ორგანიზაცია  Georgian Students Assosiation in Greece, ხოლო იდეის ავტორი და ინიციატორი, ამავე ორგანიზაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ავთანდილ გიუნაშვილი იყო. 

,,საბერძნეთის ქართული დიასპორის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში' მიზნად ისახავდა დიასპორის ახალგაზრდების გაცნობა-დაახლოებას, მათში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულალარიზაციას.

საბერძნეთში, ქართული დიასპორის თასის გათამაშების დაარსებას გამოეხმაურნენ ასევე არასამთავრობო დიასპორული ორგანიზაციები:  ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაცია (ხელმძღვანელი ქ-ნი მარიკა ტეფნაძე), ბერძნულ-ქართული კულტურული ურთიერთობების საზოგადოება ,,კოლხეთი' (ხელმძღვანელი ქ-ნი ნინო ბაჯელიძე) ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი ,,ათენის ქართული დიასპორის ახალგაზრდული ცენტრი' (ხელმძღვანელი შოთა ჯაბუა).

პროექტი განხორციელდა, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს  მხარდაჭერით, პროექტის გენერალური სპონსორობა გაუწია  კომპანია ,,tazamobile'-მა. ხოლო სპონსორები იყვნენ ასევე : კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია ,,PS PEACE', სილამაზის ცენტრი ,,ჩიკორია ' და სარეკლამო კომპანია ,, ABOVE' .

,,საბერძნეთში, ქართული დიასპორის თასის გათამაშებაში მონაწილეობის სურვილი ათენში მყოფი ახალგაზრდების 4 გუნდმა გამოთქვა რომლებსაც პირობითად ,,არგო', ,,კოლხეთი', ,,პეტრა' და ,,ასოციაცია' ეწოდათ. 3 ივნისის კენჭისყრის თანახმად არგო დაუპირსპირდა კოლხეთს, ხოლო პეტრა სტუდენტების გუნდ ასოციაციას, 5 ივნისს შედგა ფინალი ათენში, ნეა ფილადელფიაში, სპორტ-კომპლექს ,,ატალასში' სტუდენტების გუნდ  ,,ასოციაცია'ს და გუნდ ,,არგო '- მონაწილეობით სადაც დამაჯერებელი უპირატესობით საბერძნეთში ქართული დიასპორის პირველი გათამაშების თასის მფლობელი გახდა ქართველი  ემიგრანტი ახალგაზრდების გუნდი ,,არგო'.

 ფინალსა და დაჯილდოვებას ესწრებოდნენ თბილისიდან ჩამოსული ახალგაზრდული და სტუდენტური ორგანიზაციების ლიდერები, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და ათენის მერიის კულტურული ღონისძიებების განყოფილების ქართველი თანამშრომელი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა პროექტის წარმატებით დანხორციელებაში, აღნიშნულმა საპატიო სტუმრებმა დაჯილდოვებასა და თასის გადაცემაში  მიიღეს მონაწილეობა.

 

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები