მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> “ბორჯღალოსნებს” ახალ ზელანდიაში უკვე ელიან

'ბორჯღალოსნების' დასახვედრად ემზადებიან ახალ ზელანდიაში - საქართველსო ნაკრები 18 სექტემბერს ინგლისთან მატჩის შემდეგ ახალი ზელანდიის ჩრდილო კუნძულის სამხრეთ რეგიონში ვაირარაპაში, კერძოდ, ქალაქ მასტერტონში გადაბარგდება და იქ ერთ კვირას დაჰყოფს. ამ ქალაქში საქართველოს ნაკრების გარდა სხვა არცერთი გუნდი არ იცხოვრებს და, ამდენად, მსოფლიო თასის გათამაშება მასტერტონში ჩვენი გუნდის სტუმრობით შეაბიჯებს.

 

ქალაქის მცხოვრებელები 'ბორჯღალოსნების' დასახვედრად და პალმერსტონში გასამართ ორ მატჩში საქომაგოდ დიდი ხანია ემზადებიან. ახალხან გაზეთმა 'ვაირარაპა ნიუსმა' საკმაოდ ვრცელი სტატია მიუძღვნა ჩვენი ნაკრების მომავალ სტუმრობას, რომელშიც ქომაგთა კლუბის კოორდინატორი კეტრინ როზიტერ-სტიდი თავიანთ გეგემებზე მოგვითხრობს.

წერილი მკითხველს, მართალია, მინიმალურ, მაგრამ მაინც საჭირო ინფორმაციას აწვდის და ადგილბრივ მოსახლეობას მოუწოდებს საქართველოს ნაკრებს მხარი დაუჭიროს.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები