მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> დღეს რობერტ სტურუას 73 წელი შეუსრულდა

 

დღეს, 31 ივლისს, ქართული თეატრის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი რობერტ სტურუა 73 წლის გახდა.

რობერტ სტურუა 1938 წელს თბილისში, ცნობილი მხატვრის რობერტ სტურუას ოჯახში დაიბადა.

დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის თეტრში. 1979 წლიდან თეატრის მთავარი რეჟისორია, 1980 წლიდან კი - მისი სამხატვრო ხელმძღვანელიცაა.

1965 წელს რუსთაველის თეატრისსცენაზე სტურუამ დადგა ა. მილერის. სეილემის პროცესი, რამაც რეჟისორს პირველი ნამდვილი წარმატება მოუტანა.

თეატრალური ფორმის ოსტატობა გამოჩნდა მის მეორე მნიშვნელოვან ნამუშევარში, დ. კლდიაშვილის სამანიშვილის დედინაცვალი, რომელიც ასევე თანამედროვე ქართული თეატრის გამოჩენლ რეჟისორთან თემურ ჩხეიძესთან ერთად დადგა.

მნიშვნელოვანი წარმატება მოჰყვა მის სპექტაკლს „ხანუმა'.

1970-იან წლებში უკვე გაჩნდა ცნება 'რობერტ სტურუას თეატრი'.

მას გამორჩეული აღიარება მოუტანა პ. კაკაბაძის „ყვარყვარემ', ბ. ბრეხტის კავკასიური ცარცის წრემ (1975), და უ. შექსპირის რიჩარდ III-მ (1979)


1980-იანი წლები განსაკუთრებით ნაყოფიერია სტურუას შემოქმედებაში. ამ პერიოდში იდგმება: თ. ჭილაძის როლი დამწყები მსახიობის ქალისთვის (1980), მ. შარპოვის ცისფერი ცხენები წითელ ბალახზე(1980), რ. სტურუას, ლ. ფოფხაძისა და ა. ვარსიმაშვილის ვარიაციები თანამედროვე თემაზე (1981), რ. იბრაგიმბეკოვის დაკრძალვა კალიფორნიაში (1983) და ა.შ.

1987 წელს სტურუა დგამს მეფე ლირს. 
1994 წელს სტურუა გოგებაშვილის დედაენის მიხედვით დგამს სპექტაკლს იაკობის სახარება. 1996 წელს იქმნება ლამარა, გ. რობაქიძის ლირიკულ-მითოლოგიური დრამის მიხედვით. 1997 წელს ლ. თაბუკაშვილისპიესის მიხედვით დადგმული მერე რა, რომ სველია სველი იასამანი.

1998 წელს ახალგაზრდა რეჟისორ დ. საყვარელიძესთან ერთად სტურუა დგამს კ. გოცის პიესას ქალი-გველი. ამავე წელს მოსკოვშითეატრ 'სატირიკონში' იდგმება სტურუას ჰამლეტი, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს კ. რაიკინი.

2000 წელს ისევ მოსკოვში, თეატრში «Et cetera» იდგმება შეილოკი (უ. შექსპირის ვენეციელი ვაჭრის მიხედვით).

რეჟისორი ბევრს მუშაობდა საზღვარგარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში დადგმული აქვს შექსპირის, სოფოკლეს, მოლიერის, ჩეხოვის, ბრეხტის პიესები. მიღებული აქვს მრავალი თეატრალური პრემია. საქართველოს სახელმწიფო პრემია (1996), სსრკ სახელმწიფო პრემია (1979), რუსეთის ფედერაციის სახელწიფო პრემია (2000), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია (1976), შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1981), მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია (1997), ალ. ყაზბეგის სახელობის პრემია (1999) და სხვა. 2008 წელს სტურუა დაახელებულ იქნება წლის ადამიანად და „ოქროს პერგამენტის' ლაურეატი გახდა.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები