მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> ფილარმონიაში 'დინამოს' მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

დღეს, 13 მაისს, თბილისის 'დინამოს' მიერ 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგებასთან დაკავშირებულ საუბილეო საღამოს, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უწევს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბევრი ცნობილი საფეხბურთო მოღვაწე დაესწრება.

'დინამოს' პრესატაშეს, გიგა გვენცაძის ცნობით, უკვე თბილისში იმყოფება ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების ამჟამინდელი და თბილისელთა ყოფილი თავკაცი ივო შუშაკი. ჩამოდის ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი დუშან უჰრინი, რომლის ხელმძღვანელობითაც 'დინამომ' საქართველოს ჩემპიონის ბოლო ტიტული მოიპოვა. მათ გარდა, საიუბილეო საღამოს დაესწრება 1981 წლის ფინალში იენის 'კარლ ცაისის' კაპიტანი ლოთარ კურბივაიტი. მასთან ერთად იქნება გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტი რაინერ მილკორაიტი. უკრაინიდან თბილისს ეწვევიან კიევის 'დინამოს' ვეტერანი ფეხბურთელები - ანდრეი ბიბა და ვლადიმერ მუნტიანი. აზერბაიჯანიდან ჩამოვლენ ბაქოს 'ნეფთჩის' ყოფილი მოთამაშეები ისკანდერ ჯავადოვი და მაშალა ახმედოვი. სომხეთიდან ჩამოვა ერევნის 'არარატისა' და საბჭოთა კავშირის ექსნახევარმცველი ხორენ ოგანესიანი. ღონისძიებას გასაშუქებლად ეწვევა 'ნტვ ფუტბოლის' ჟურნალისტი ალექსეი ანდრონოვი.

საქართველოს ფარგლებს გარედან ჩამოსვლა არამხოლოდ უცხოელ სტუმრებს მოუხდათ - მომავალი ღონისძიებისთვის, სოჭიდან სპეციალურად ჩამოფრინდა თბილისის 'დინამოსა' და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გიორგი სიჭინავა.

უცხოელი სტუმრები 12:00 საათზე, 'დინამოს' დიღმის საწვრთნელ ბაზას ეწვევიან და იქ მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოს დაათვალიერებენ. საღამოს 19:00 საათზე კი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები