მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> შემდეგი » ნიჭიერის ტიტული ვანო ფიფიამ მოიგო

ტალანტ-შოუ 'ნიჭიერის'გამარჯვებული შთამბეჭდავი და ემოციური ფინალური შოუს დასრულების შემდეგ გამოვლინდა. მაყურებელთა 134 144 ხმის 60,1 %-ით 'ნიჭიერის' ტიტულისა და პრიზების მფლობელი 'პატარა კარდენახელი'ვანიკო ფიფია გახდა.

ვანოს გამარჯვებას დარბაზში გასაკუთრებული ემოცია მოჰყვა. შვილის გამარჯვება მოულოდნელი აღმოჩნდა ვანოს დედისთვის.

გამარჯვებულს დეველოპერული კომპანია 'ორბი ჯგუფისგან' ბათუმის ბულვარში ბინა გადაეცა, 'საქართველოს ბანკმა'კი მის სახელზე 10 000-დოლარიანი ანაბარი გახსნა.

'საქართველოს ბანკის'რჩეული აკრობატთა ჯგუფი 'აკრო სტაილი'გახდა, ჟიურიმ კი თავის ფავორიტად ჯგუფი 'ფანტომი'დაასახელა; უსაჩუქროდ არც დათიკაშვილების ოჯახი დარჩენილა - ისინი თურქეთის ტურისტული საგზურებით დასაჩუქრდნენ.

წლევანდელი ნიჭიერის ფინალი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. მონაწილეები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, როგორც ასაკით, ასევე საკონკურსო ნომრების ჟანრით.

ყველაზე რეიტინგული შოუ რუსთავი 2-ის ეთერს ერთი წლით დაემშვიდობა. ნიჭიერის შემოქმედებითი ჯგუფი ახალი ტალანტების აღმოსაჩენად სულ მალე მთელ საქართველოში იმოგზაურებს.

რუსთავი 2

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები