მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> apasport.az: „ეურო-2020“-ის მასპინძლობაში საქართველო-აზერბაიჯანის კონკურენტი ქვეყნები ცნობილია

 

იმ აჟიოტაჟის ფონზე, რომელიც საქართველოში ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ატეხა და დაწერა, რომ აზერბაიჯანული მხარე საქმის კურსში არაა საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივ განაცხადზე „ევრო 2020'-ის მასპინძლობის შესახებ, ოფიციალური განცხადება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა, სადაც განმარტა, რომ ერთობლივი განაცხადი ნამდვილად არსებობს.

ამ განცხადების შემდეგაც დარჩენილ ურწმუნო თომებს ცივი წყალი თვითონ აზერბაიჯანულმა მედიასაშუალებებმა გადაასხეს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ „ევრო-2020'-ის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადის შეტანის საკითხი აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტებმა უმაღლეს დონეზე განიხილეს. 

სწორედ ურწმუნო თომებს ელით კიდევ ერთი იმედგაცრუება, როცა გაიგებენ, რომ არათუ ოფიციალური განაცხადი არსებობს, არამედ უკვე ცნობილიცაა კონკურენტი ქვეყნების დასახელება. 

ერთ-ერთი პოპულარული აზერბაიჯანული სპორტული პორტალი apasport.az დღეს აქვეყნებს ცნობას, სადაც ნათქვამია:

„უკვე დასახელებულია „ევრო-2020'-ის ფინალური ტურნირის მასპინძლობის მოსურნე ქვეყნები, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივ განაცხადს'.

apasport.az იტყობინება, რომ უკვე გაგზავნილია 7 განაცხადი, რომელთა უმრავლესობა არა ორი, არამედ სამი ქვეყანაა. მაგალითად, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები - ბოსნია-ჰერცოგოვინა- ხორვატია-სერბეთი და დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში შემავალი სამი ქვეყანა - ირლანდია-შოტლანდია-უელსი აცხადებენ პრეტენზიას 2020 წლის მთავარი ევროპული საფეხბურთო მოვლენის მასპინძლობაზე.

საქართველო-აზერბაიჯანის მსგავსად, ორმხრივი ერთობლივი განაცხადი უეფაში რუმინეთ-ბულგარეთმა და ჩეხეთ-სლოვაკეთმა წარადგინეს. მთავარი ფავორიტები კი ინდივიდუალური განაცხადის ქვეყნები - თურქეთი, ჰოლანდია და ბელგია არიან. „ევრო-2020'-ის ფინალური ტურნირის ჩატარების ადგილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, 2014 წელს დასახელდება.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები