მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> ხელოვნება და სპორტი >> UEFA-მ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარების საგანაცხადო პროცესი გახსნილად გამოაცხადა

UEFA-მ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარების საგანაცხადო პროცესი გახსნილად გამოაცხადა. ამის შესახებ სტამბულში , UEFA-ს გენერალურმა მდივანმა, ჯანი ინფანტინიმ განაცხადა. მისი თქმით, UEFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ევრო 2020-ის საგანაცხადო პროცესი უკვე დაამტკიცა. 
26 მარტს სპეციალური მიწვევა 53 ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციას გადაეგზავნება, სადაც ტურნირის ჩატარების კრიტერიუმებიც იქნება გაწერილი. მიწვევის მიღების შემდეგ ეროვნულ ასოციაციებს ექნებათ ორი თვე, რათა დაინტერესება გამოხატონ.
ევროპის 2020 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობის სურვილს საქართველო და აზერბაიჯანიც გამოთქვამენ. ამ თემასთან დაკავშირებით სტამბულში ორი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების შეხვედრა დღეისთვის არის იგეგმება.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები