მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> >> ქუბრიაშვილი და ჟღენტი “ტოპ 14”-ის 3 ნომრების საუკეთესო ხუთეულში დაასახელეს

საქართველოს ნაკრების ორი მარჯვენა ბურჯი - დავით ქუბრიაშვილი და გიორგი ჟღენტი საფრანგეთის 'ტოპ 14'-ის გასული სეზონის 3 ნომრების საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ.

 

გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად სეზონის საუკეთესო მარჯვენა ბურჯად ქვეყნის ჩემპიონი 'ტულუზის' 30 წლის სამოელი პირველ ხაზელი სენსუს ჯონსთონი იქნა დასახელებული, რომელმაც ხმათა 38 პროცენტი მიიღო. მან ეს საპატიო წოდება კატალუნიური 'პერპინიანის' კაპიტანს ნიკოლას მასს ჩამოართვა, რომელიც ამჟამად მეორე ადგილზე გავიდა 31 პროცენტით.

მე-3 საპატიო პოზიცია 'ტულონისა' და 'ბორჯღალოსანთა' 24 წლის ბურჯმა დავით ქუბრიაშვილმა დაიკავა, რომელსაც გულშემატკივართა 18 პროცენტმა მისცა თავის ხმა. გასული სეზონი დათოსთვის მართლაც საუკეთესო იყო კარიერაში, იგი მთელი ტურნირის განმავლობაში ტულონელთა ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მოთამაშე იყო, რომელსაც ბევრი სათამაშო დრო ეძლეოდა.

11 პროცენტით საფრანგეთის საუკეთესო ხუთეულში მე-4 'მონპელიეს' 25 წლის ბურჯი გიორგი ჟღენტია, რომლისთვისაც გასული სეზონი დიდი ნახტომი იყო კარიერაში. მე-2 დივიზიონის 'ოიონადან' ჩემპიონატის დაწყების წინ გადმოსულმა ქართველმა ბრძოლით გაიკვალა გზა მონპელიელთა რჩეულ 15-ში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გუნდის ფინალში გასვლაში.

მე-5 ადგილზე კი კიდევ ერთი სამოელი, 31 წლის ბენჯამინ სა გავიდა პარიზული 'რასინგ მეტროდან' - მან ხმების 2 პროცენტი მიიღო.

 

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები