მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
დაკავებულები არა ჟურნალისტები, არამედ ჩინოსნები არიან, - ამის შესახებ საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი 'კომერსანტთან' ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, ისინი სახელმწიფო აპარატის თანამშრომლები არიან. როგორც უტიაშვილი აღნიშნავს, მათ ფოტოების გადაღება და პრესსამსახურისთვის მისი მიწოდება ევალებოდათ და ამის ნაცვლად საიდუმლო ინფორმაციას გასცემდნენ. 'ჩვენ სულაც არ გვსურდა თავის შერცხვენა და პრეზიდენტის პირადი ...
2011-07-11 12:07:07
 
  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით იორდანიაში იმყოფებოდა. ამანში ვაშაძემ შეხვედრები გამართა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. კოლეგებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აქცენტი სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისთვის აუცილებელ საკანონმდებლო ბაზაზე გაკეთდა. მოლაპარაკებისას გადაწყდა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელთა პროექტებიც უკვე მზად არის, უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. განსაკუთრებული ინტერესის სფერო ვაჭრობა, ...
2011-07-11 12:07:02
 
კოალიცია 'მედიის ადვოკატირებისთვის' ფოტორეპორტიორების საქმეზე გრიფი 'საიდუმლოს' ახსნას ითხოვს. 'ინტერპრესნიუსი' კოალიციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 'მიმდინარე წლის 7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხი ქართველი ფოტოკორესპონდენტი დააკავა. მათ ბრალად ჯაშუშობა ედებათ, კერძოდ კი შინაგანსაქმეთა სამინისტროს განმარტებით, უცხოეთის ორგანიზაციისწარმომადგენლისთვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტისა და სხვაგვარი მონაცემების შეგროვება, შენახვა და გადაცემა.'ფოტორეპორტიორების საქმემ' უპრეცედენტოდ მაღალი ...
2011-07-11 01:07:55
 
საპატრიარქოსთან წმინდა სამების პარაკლისი ჩატარდა. წმინდა სამებისგან შემწეობის მისაღებად, საპატრიარქოსთან შეკრებილი მრევლისა და სრულიად საქართველოსათვის პარაკლისი წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა, მამა მალხაზ ყიფიანმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.პარაკლისის დაწყებამდე, საპატრიარქოსთან ხატები და უფლის ჯვარცმა მოაბრძანეს.პარაკლისს 300-მდე ადამიანი დაესწრო. როგორც პარაკლისის დასრულების შემდეგ მამა მალხაზ ყიფიანმა განაცხადა, ისინი ლოცვითა ...
2011-07-11 01:07:42
 
გაზეთმა 'კვირის პალიტრამ' მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრობის დროს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატს ეწინააღმდეგებოდა. გაზეთი სტატიაში  - 'რას წერს 2000 წელს მაშინდელი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი მაშინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს'  - აღნიშნავს:'2000 წლის 25 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან გაგზავნილ წერილში, ნომრით 01/42-274ჰ, იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ ...
2011-07-11 01:07:18
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები