მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც პარლამენტის ადგილსამყოფელი მხოლოდ ქუთაისი იქნება, პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მიიღო. თუმცა, საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტის ქუთაისში გადატანის წინააღმდეგია. საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით განიხილა პროექტი, რომელზე მსჯელობაც კომიტე­ტების დონეზე უკვე შედგა. საქმე ეხება პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლას და მის ქუთა­ისში გადატანას. იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მშენებ­ლობა დასრულდება, პირველი პლენარული ...
2011-07-02 12:07:47
 
ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაგეგმილ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით თანამშრომლობის ნაცვლად რუსეთი საქართველოს შესახებ ბრალდებებს თხზავს , - ამის შესახებ 'ინტერპრესნიუსს' საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, იმ ფონზე, როცა დადასტურებულია, რომ საქართველოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტები რუსეთის მიერ კონტროლირებად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მზადდებოდა, მოსკოვის მიერ შეთხზული ბრალდებები ...
2011-07-02 12:07:10
 
საქართველოში ხორცის გაძვირება ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილების პირდაპირი შედეგია. ამის შესახებ 'კოალიცია ევროპული საქართველოსთვის' წარმომადგენელთა ნაწილის განცხადებაშია ნათქვამი. კოალიცია აღნიშნავს, რომ ის ყოველთვის მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას, ფრთხილად და მოქნილად დაენერგა ევრორეგულაციები, რადგან მათი ხისტი დანერგვა გარდაუვლად ზრდის ეკონომიკური საქმიანობის დანახარჯებს და ფასების ზრდას იწვევს. 'მალე ფასების ზრდის დონით ევროპას დავეწევით, რაც ...
2011-07-02 12:07:04
 
რომის პაპმა ბენედიქტე XVI ვატიკანში კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომეო მიიღო. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ვატიკანში პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩავიდა. რომის პაპმა კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის თეოლოგიურ საკითხებზე მომუშავე შერეულ კომისიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს.'ჩვენ დიდი ინტერესით ვაკვირდებით თეოლოგიურ საკითხებში კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების შერეული კომისიის მუშაობას. თუკი ამას ადამიანური თვალსაზრისით ...
2011-07-02 03:07:08
 
  მომავალ კვირაში 'Facebook' 'ახალ და საოცარ პროექტს' იწყებს. ამის შესახებ კომპანიის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა 'Reuters'-ის ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის 'Project Awesome' -ის დაწყებას გეგმავს. ჟურნალისტების აზრით კი, ეს აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად და დასაინტერესებლად გაკეთებული სპეკულაციური განცხადება იყო. არაა გამორიცხული, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა, უბრალოდ, 'Apple iPad'-ის  'Facebook'-ის დანართი, ან 'iPhone'-ის ფოტოგამანაწილებელი შექმნან.თუმცა ...
2011-07-02 02:07:57
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები